თანამედროვე ცივილიზაცია ახორციელებს წარმოუდგენელ ზეწოლას გარემოზე. გარემოს დაბინძურება საწარმოო ნარჩენებით მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ცხოველებზე, მცენარეებზე, ნიადაგზე, შენობა-ნაგებობებზე, ამცირებს ატმოსფეროს გამჭვირვალობას, ზრდის ჰაერის ტენიანობას,ზრდის ნისლიან დღეთა რაოდენობას, იწვევს კოროზიას. დღეისათვის განისაზღვრა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დაკავშირებული გარემოს ანთროპოგენულ დაბინძურებასთან. ამ პრობლემებიდან, გამომდინარე შედეგების მიხედვით, უმთავრესია:

1. კლიმატის ცვლილება,რასაც იწვევს ტექნოგენური სითბოს, ნახშირწყალბადის და აეროზოლთა ნაერთების მოხვედრა ატმოსფეროში;

2. დედამიწის ოზონის შრეში ხვრელის ზრდა, რაც გამოწვეულია ფრეონის, აზოტის ზეჟანგების და სხვა ნაერთების ატმოსფეროში მოხვედრით;

3.დამაბინძურებელ ნითიერებათა შეუფერხებელი მოძრაობა ატმოსფეროში:.....

ატმოსფეროს შედგენილობა შეიცვალა მხოლოდ 20 საუკუნის ბოლოს,ე.ი. ადამიანმა 40-50 წლის მანზილზე შეძლო შეეცვალა ის, რაც რისი შეცვლაც ვერ შეძლო 400 მლნ. წლის მანძილზე ვერაფერმა.

ამიტომ, გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების მასშტაბები და მისგან გამოწვეული საშიშროებები გვაიძულებენ მოვიძიოთ მიდგომის ახალი ტიპები ტექნოლოგიური პროცესებისადმი, რაც თავისთავად იქნება ეკონომიკურად მომგებიანი და ბევრად ეფექტური ეკოლოგიური თვალსაზრისით.

Комментариев нет:

Отправить комментарий