კლიმატის ცვლილება


საცდელი პროექტი:კლიმატის ცვლილება

პროექტის სახელი: კლიმატის ცვლილება

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გააცნობიერებენ  რა არის კლიმატი, რა ფაქტორები იწვევს მის ცვლილებას და, ამის შედეგად, რას იწვევს კლიმატის ცვლილება.


პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ მასალას კლიმატზე, მისი ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე. განიხილავენ ამ მიზეზთა წარმომქმნელ ფაქტორებს. შეისწავლიან კლიმატის შეცვლის  შედეგად მიღებულ ცვლილებათა დადებით(თუ ასეთს აღმოაჩენენ) და უარყოფით შედეგებს და მათ მასშტაბებს. გააანალიზებენ მიზეზ-შედეგობრივ  სქემას
მოსწავლეები გაეცნობიან  სამთავრობათაშორისო დადებულ ხელშეკრულებებს  და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ ერთობლივი ბრძოლის  დასახულ  გზებს მსოფლიოში შექმნილი   პრობლემის ეფექტური  გადაწყვეტისათვის.

მოსწავლეთა ასაკი: 13-17 წელი

პროექტის ვადები/ ხანგრძლივობა: 2010.04 - 2011.04

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოპოვება,დისკუსიები, მსოფლიო რუკის შედგენა ზღვის დონის მატების შედეგად დაფარული ტერიტორიების დასატანად,დიაგრამებისა და ვერტიკალური პროფილების შედგენა  ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის შესახებ.ფოტო და ვიდეო მასალის მოპოვება.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი კვლევის  შედეგებს. შეადგენენ დიაგრამებსა და ვერტიკალურ პროფილებს და მსოფლიო რუკას შესაბამის თემაზე. მოამზადებენ პრეზენტაციებს.

სარგებლობა სხვებისთვის: სხვებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მოძიებული ტექსტური ვიდეო თუ ფოტო მასალით. გაეცნობიან მოსაზრებებს კლიმატის ცვლილების  დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ.

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა სკოლიდან:

საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია
ქიმია,
ეკოლოგია
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ჯორბენაძე, ქ.თბილისის მე-9 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: jorbenadzexatuna@gmail.com   

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიhttp://jorbenadzexatuna.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий