პრობლემაზე
ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ხათუნა ჯორბენაძე
|
|
საგანი: ბუნება
|
კლასი: II
|
თემა: ნაგავი
ჩვენ ირგვლივ
|
დრო: 40..... წუთი.
|
მოსწავლეთა პროფილი:
22 მოსწავლე
სსსმ
მოსწავლე კლასში არ მყავს.
|
|
გაკვეთილის მიზანი:
moswavleebs
unda ganuviTardeT negatiuri damokidebuleba danagvianebuli garemosadmi;
moswavleebma
unda SeZlon janmrTelobisTvis sufTa garemos aucileblobis gacnobiereba და მის mniSvnelobaze msjeloba;
usafrTxoebis
wesebis dacviT praqtikul aqtivobaSi monawileoba; ilustraciasa da realobaSi
movlenebis amocnoba/aRwera;
cocxali
organizmebis sasicocxlo moTxovnilebebis Sesaxeb msjeloba; garemos sisufTavis
dacva da am mxriv sakuTari qmedebis aRwera;
გარეmosadmi mzrunveli damokidebulebis gamomuSaveba;
bunebriv
garemosa da adamianis mier Seqmnili yofiTi garemos Sesaxeb saubari;
sufTa da
danagvianebuli garemos garCeva;
realobaSi
sxeulebis amocnoba da daxarisxeba sxvadasxva sxeulis Semadgeneli masalis
mixedviT;
sayofacxovrebo
da sxva tipis narCenebiT dabinZurebis Sedegebze msjeloba.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: შედეგი
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და
ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების
დემონსტრირება
ბუნ.II.2. ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა;
ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორის შესახებ მსჯელობა.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეს
აქვს: მსჯელობის, დახარისხების , მოსმენისა და შეფასების უნარები,
ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები
აქვს
ზოგადი წარმოდგენა ნაგავზე, შეუძლია ინფორმაციის ამოკითხვა სურათიდან
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება :კომენტარი აქტივობების მიმდინარეობისას
თვითშეფასების რუბრიკა
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
შუქნიშანი,
ცერები
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
ინტერნეტ
სივრციდან მოძიებული მასალა - თემატური ვიდეო , movie
maker_-ში
შექმნილი დამხმარე რესურსი ვიდეოგაკვეთილი, pp
ში
აწყობილი პრეზენტაცია, ცარცი, დაფა, პასტა, წითელი და მწვანე ბარათები,
ინდივიდუალური ბუკები, პროექტორი, ერთჯერადი ხელთათმანები, სხვადასხვა სახის
ნაგავი , ფერადი ყუთები წარწერებით ,
ლეპტოპი, დინამიკები, სახელმძღვანელო
|
|
გაკვეთილის
მსვლელობა
წინა გაკვეთილზე, მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის
ფაილის გადაგზავნის რეჟიმით ვაწოდებ ,,ელექტრონულ წიგნს“, ვაძლევ მითითებას,
ყურადღებით გაეცნონ მოცემულ ფაილს და მომდევნო გაკვეთილისთვის შეასრულონ
დავალება. დამხმარე ,,ელექტრონულ წიგნს“ მასწავლებელი წინასწარ აკეთებს. წიგნში
მოცემული ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები მოსწავლეს დახმარებას
გაუწევს, თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში.
ელექტრონულ წიგნში მოსწავლე ისმენს ინფორმაციას,
აანალიზებს და აკეთებს ჩანაწერებს ,, კითხვებზე პასუხი“.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება
კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა №1 გაკვეთილის მიზნების გაცნობა ; მთლიანი კლასი (2 წუთი)
აქტივობა №2 დისკუსია საშინაო დავალების კითხვების მიხედვით,
მთლიანი კლასი (10 წუთი)
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მოსწავლე კითხულობს კითხვეზე პასუხს (თითო
კითხვა - თითო მოსწავლე) და თითოეული პასუხის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები
ინდივიდუალურად წევენ მწვანე _ ეთანხმება ან წითელ-არ ეთანხმება ბარათებს.
წითელი ბარათის შემთხვევეში ბარათის ავტორი
აყალიბებს განსხვავებულ აზრს, ასახელებს მიზეზებს... დისკუსიის შედეგად უნდა მივიდნენ დასკვნამდე,
რომ ნაგავი არის ნარჩენები რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობის შედეგად.
ნაგავი არის დღევანდელი მსოფლიოს პრობლემა.
აქტივობა 3:
ინტერაქტიული მინილექცია სლაიდშოუს თანხლებით ;
მთლიანი კლასი (13
წუთი)
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის გადაცემა მოსწავლეთა ჩართულობით, მოსწავლეთა
სენსიტიურობის გაღვივება
აქტივობის აღწერა: მინილექციის პარალელურად
მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს.
Pp - ში ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სადაც დატანილია
დანაგვიანებული გარემოს ფოტოები და ამ გარემოს გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე.
ჩვენების პარალელურად თითოეულ სლაიდზე და სახელმძღვანელოში დატანილი ფოტოებიდან
ხდება ინფორმაციის ამოკითხვა დაზიანის შეფასება, მსჯელობა, ვარაუდების გამოთქმა.
აქტივობა 4. მოდელირება - ნაგვის დახარისხება, ინდივიდუალური -
ჯგუფური ( 6 წთ.)
აქტივობის მიზანი: პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა
აქტივობის აღწერა: ახარისხებენ საკლასო ოთახში საგანგებოდ დაყრილ
ნაგავს. მოსწავლეებს ვყოფ 5 ჯგუფად.
ეძლევათ დავალება : თითო ჯგუფი საერთო ნაგვიდან ირჩევს მხოლოდ იმ საგნებს,
რომლებიც დასახელების მიხედვით თავის ყუთში უნდა მოაგროვონ. მასწავლებელს წინასწარ აქვს გამზადებული დასათაურებული
ყუთები .
აქტივობა 5. ბრეინსთორმინგი( 6 წთ.)
აქტივობის მიზანი: შეჯამება-პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წერს კითხვას : რა ვიღონოთ
გარემოს დანაგვიანების პრობლემის აღმოსაფხვრელად?
დაფაზე მასწავლებელს დააქვს მოსწავლეთა იდეები
შეფასების გარეშე.
აქტივობის ბოლოს ხდება იდეების გადაკითხვა და მათგან უფრო ეფექტურების ამორჩევა ხმის მიცემა ცერების
მეთოდის გამოყენებით.
აქტივობა 6: საშინაო დავალება; მთელი კლასი (1 წუთი)
აქტივობის მიზანი: განაგრძონ პრობლემაზე ფიქრი და მოიძიონ
გადაწყვეტის გზები
აქტივობის აღწერა: შემდეგ გაკვეთილზე წერილობით წარმოადგინე რას გააკეთებ, რომ შენ ირგვლევ ნაგავი შეამცირო. შენი იდეების მიხედვით დასამზადებელი
გექნება ბუკლეტი.
აქტივობა 7: სიმღერა „გამარჯობა დედამიწა“ (1წუთი)
აქტივობის მიზანი: დედამიწა ჩვენი საერთო სახლია
აქტივობა 8: შეფასება-უკუკავშირი
მთელი
კლასი (1 წუთი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ჩართულობის შეფასება
|
მოსწავლის
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დამოუკიდებლად და ყოველთვის უშეცდომოდ
|
საჭიროებს გეზისმიმცემ კითხვებს და უშვებს 2-3 შეცდომას
|
საჭიროებს აქტიურ ჩარევას და უშვებს 4-5 შეცდომას
|
ვერ ახერხებს დამოუკიდებლად
და უშვებს ფაქტობრივ შეცდომებს
|
საუბრობს ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილ ყოფით გარემოზე
|
||||
არჩევს სუფთა დანაგვიანებულ გარემოს
|
||||
ადგენს სწორად ხდება ნარჩენების განთავსება თუ არასწორად
|
||||
გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას დანაგვიანებული
გარემოსადმი
|
||||
აცნობიერებს სუფთა გარემოს აუცილებლობას ჯანმრთელობისათვის
|
||||
ასახელებს გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილ საფრთხეებს და გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას
|
თვითშეფასების რუბრიკა
|
სრულად
|
ნაწილობრივ
|
არასრულად
|
უზრუნველვყავი ყველა მოსწავლის ჩართულობა სასწავლო
პროცესში
|
|
|
|
შერჩეული აქტივობები დამეხმარა მიზნის მიღწევაში
|
|
|
|
დასმული კითხვები იყო მოსწავლეთათვის გასაგები და
გეზისმიმცემი
|
|
|
|
განსაკუთრებით მოეწონათ
|
|
|
|
რას შევცვლიდი
|
|
|
|
უზრუნველვყავი დროის გადანაწილება
|
|
|
|
შევძელი მიზანზე
გასვლა
|
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий