გაკვეთილის გეგმა პედაგოგი: ხათუნა
ჯორბენაძე
საგანი: სწავლების საფეხური/კლასი: 1
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
თემა: გეომეტრიული ფიგურები
მიზანი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ გეომეტრიული ფიგურების
ამოცნობის,
დახარისხებისა
და
კონსტრუირების
უნარს,
გაიაზრებენ
გეომეტრიული
ფიგურების
ყოფით
საგნებში
გამოყენების
მნიშვნელობას
ესგ-სთან შესაბამისობა:
მათ.
I.6. მოსწავლეს
შეუძლია
ბრტყელი
გეომეტრიული
ფიგურის
ამოცნობა
და
აღწერა.
შედეგი
თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე
:
·
ყოფითი
დანიშნულების
საგნებში
ან
მათ
ილუსტრაციებში
უთითებს
დასახელებულ
ბრტყელ
ფიგურებს;
·
შეარჩევს
მითითებული
ფიგურის
მოდელს
შერეული
გროვიდან;
·
აღწერს
მითითებულ
გეომეტრიულ
ფიგურას
(მაგალითად,
ასახელებს
მოცემული
მრავალკუთხედის
წვეროების
რაოდენობას).
მათ.
I.7.მოსწავლეს
შეუძლია
ბრტყელი
გეომეტრიული
ფიგურების
გამოსახვა
და
ობიექტთა
ურთიერთმდებარეობის
ამოცნობა.
შედეგი
თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე
:
·
რომელიმე
ხერხით
(მაგალითად,
აპლიკაციით
ან
ნახატის
საშუალებით)
ქმნის
დასახელებული
ფორმის
ბრტყელი
ფიგურის
მოდელს
ან
გამოსახულებას;
·
უთავსებს
სხვადასხვა
ბრტყელი
ფიგურების
მოდელებს
ერთმანეთს
ნიმუშზე
მოცემული
გამოსახულების
(ნახატის)
მისაღებად;
გამოყენებული აქტივობები: მიზნის და თემის გაცნობა ,გამოიცანი ფიგურა, დაახასიათე ფიგურა, საშინაო
დავალების შემოწმება, დააკავშირე საგანი ფიგურასთან, ააწყვე ილუსტრაცია ფიგურებით,შეჯამება.
წინარე ცოდნა: მოსწავლემ იცის გეომეტრიული ფიგურები : წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი; შეუძლია ფიგურათა დალაგება მსგავსება-განსხვავების მიხედვით: ფერი, ფორმა, ზომა; შეუძლია
ობიექტთა
ურთიერთმდებარეობის
დადგენა.
გამოყენებული რესურსები: დაფა,
პლაკატები,
სტიკერები,
დავალების
ბარათები,
ფერადი
ფურცლები,
სურათები,
ცხრილები,წებო, თაბახის ფურცლები
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
/
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობი
|
|
საერთო საკლასო
|
|
1 წუთი
|
|
2.
|
გამოიცანი ფიგურა
|
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს 4 კონვერტს, რომლებშიც მოთავსებულია გეომეტრიული ფიგურები (წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი). სახელობითი ჩხირების გამოყენებით მასწავლებელი ირჩევს ორ მოსწავლეს, ერთს ფარულად უჩვენებს ფიგურას და სთხოვს მისი მახასიათებლებით აუხსნას მეორეს რა ფიგურა ნახა, ხოლო მეორემ უნდა ამოიცნოს იგი. ბოლოს მასწავლებელი ამ ფიგურის მოდელს თვალსაჩინოდ აჩვენებს კლასს და ეკითხება: - სწორად დაასახელა ფიგურა პირველმა ბავშვმა? მოსწავლეები პასუხს ადასტურებენ ,,დიახ“- ,,არა“ ბარათების გამოყენებით. - რატომ ფიქრობთ ასე? მოსწავლეები ასაბუთებენ თავიანთ პასუხებს. -სწორად ამოიცნო მეორემ ფიგურა? მოსწავლეები პასუხს ადასტურებენ ,,დიახ“-,,არა“ ბარათების გამოყენებით. - რატომ ფიქრობთ ასე? მოსწავლეები ასაბუთებენ თავიანთ პასუხებს. ასე მოხდება ოთხივე ფიგურის ამოცნობა.
|
საერთო საკლასო
|
კონვერტი -4 ცალი,გამოსაძახებელი ჩხირები,გამზადებული ფიგურები(წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი).მწვანე-დიახ და
წითელი-არა ბარათები22 ცალი
|
2-2 წუთი თითოს
სულ 8 წუთი
|
მოსწავლეებს განუვითარდეთ ფიგურების ამოცნობის უნარი სიტყვიერი აღწერის მიხედვით.
|
3.
|
დაახასიათე ფიგურა
|
მასწავლებელს მოსწავლეთა ყურადღება გადააქვს პლაკატზე ,,მრავალკუთხედები“ (დანართი 2), სთხოვს მათ დაახასიათონ თითოეული ფიგურა (გვერდი, წვერო, კუთხე), მიუთითონ მდებარეობა (მწვანე ოთკუთხედის მარჯვნივ, ზემოთ...) შემდეგ კი მოძებნონ მათში მსგავსება-განსხვავებები( მაგ., წრეები მსგავსია ფორმით, განსხვავებულია ფერით და ზომით)
|
საერთო საკლასო-ინდივიდუალური
|
სადემონსტრაციო პლაკატი, გამოსაძახებელი ჩხირები
|
5 წუთი
|
მოსწავლეებს განუვითარდეთ ფიგურების სიტყვიერი აღწერის უნარი
|
4.
|
საშინაო დავალების შემოწმება.
|
მასწავლებელი აწყვილებს მოსწავლეებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: გაუცვალონ ერთმანეთს საშინაო დავალების რვეულები და შეამოწმონ მეწყვილის ნამუშევარი. მათ საშინაო დავალებად ჰქონდათრომ დაეხაზათ ან ფერადი ფურცლებისგან გამოეჭრათ და დაეწებებინათ ფიგურები.რვეულში სამი განსხვავებული ფიგურა ფერით ფორმით და ზომით (ორი ერთნაირი ფერის ან ფორმის ფიგურა უკვე შეცდომაა). თუ რომელიმე მოსწავლეს არასწორად ექნება შესრულებული დავალება, მისი მეწყვილე ანიშნებს მასწავლებელს ,,არა“ წითელი ბარათით,მასწავლებელი მიდის წყვილთან და სთხოვს მოსწავლეს, მის მეწყვილეს მისცეს მითითება.
|
წყვილებში
|
შესრულებული საშინაო დავალება,
წითელი არა ბარათები
|
3 წუთი
|
მოსწავლეებს განუვითარდეთ ფიგურების შედარებისა და დახარისხების უნარი, ასევე თანამშრომლობითი უნარები
|
5.
|
დააკავშირე საგანი ფიგურასთან მიზანი
|
4 ჯგუფი ურიგდებათ ფურცელირომელზეც გამოსახულია კვადრატი ან წრე ან მართკუთხედი
ან სამკუთხედი. ტიტოეულმა ჯგუფმა უნდა მოიფიქროს და ჩამოწეროს რაც შეიძლება მეტი
ნივთისაყოფაცხოვრებო საგნებიდან. იმარჯვებს ის ჯგუფი რომელსაც მეტი სწორი პასუხი
აქვს.
|
ჯგუფებში
|
ფურცლები კვადრატის, წრის, სამკუთხედის
და მართკუთხედის გამოსახულებებით
|
3 წუთი ჯგუფებში
2 წუთი ნაშრომების შეჯამება
სულ 5 წუთი
|
მოსწავლემ შეძლოს გეომეტრიული ფიგურების საყოფაცხოვრებო საგნებთან დაკავშირება.
|
6.
|
ააწყვე ილუსტრაცია ფიგურებით
|
საგნების აწყობაა შესაძლებელი. ამის შემდეგ მასწავლებელი ისევ უბრუნდება ჯგუფურ მუშაობას, აძლევს ინსტრუქციას თითოეულ ჯგუფს (თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა დავალება).
მასწავლებელი აძლევს ცარიელ ფურცელს, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურებს, I ჯგუფს სურათს (თოვლის კაცი), II ჯგუფს (ნაძვის ხე) III ჯგუფს სურათს (რობოტი)). IV ჯგუფს (სახლი) და სთხოვს - ფიგურები დაალაგონ და დააწებონ ისე, რომ მიიღონ მითითებული სურათი .
|
ჯგუფური
|
სურათები თოვლის კაცი, სახლი, რობოტი, ნაძვის ხე და ფერადი ქაღალდებით
გამოჭრილი ფიგურები ასაწყობად, სუფთა ფურცლები-4 ცალი, წებო
|
10 წუთი
|
მოსწავლეებმა შეძლონ გეომეტრიული ფიგურების საშუალებით ილუსტრაციის შექმნა და მათი განლაგება სიბრტყეზე მითითებული მდებარეობის შესაბამისად.
|
|
საშინაო დავალება
|
ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს აძლევს საშინაო დავალებას: გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ააწყონ აპლიკაცია ,,ბუნების სურათი“.
|
საერთო საკლასო
|
|
1 წუთი
|
|
8.
|
შეჯამება
|
მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს შეჯამების მიზნით ეკითხება მოსწავლეებს: - რა გავაკეთეთ, როგორ გავაკეთეთ? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა გსურთ ამ თემაზე კიდევ გავაკეთოთ?
|
საერთო საკლასო
|
|
2 წუთი
|
|
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება ჯგუფებში მუშაობის
დროს, კითხვა-პასუხის განმავლობაში, შეფასების რუბრიკით
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
არადამაკმაყოფილებელი
|
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
ძალიან
კარგი
|
ფიგურების
აღწერა
|
ვერ აღწერს ვერცერთ გეომეტრიულ ფიგურას. ვერ ასახელებს ვერცერთი ფიგურის წვეროების და გვერდების რაოდენობას
|
აღწერს 1-2 გეომეტრიულ ფიგურას. ასახელებს 1-2 ფიგურის წვეროების და გვერდების რაოდენობას
|
ხარვეზებით აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს და ასახელებს მათ წვეროებისა და გვერდების რაოდენობას
|
უშეცდომოდ აღწერს ყველა გეომეტრიულ ფიგურას. ასახელებს ყველა ფიგურის წვეროებისა და გვერდების რაოდენობას
|
ფიგურების
ამოცნობა
|
ვერ ამოიცნობს ვერცერთი ფიგურის მოდელს გროვიდან და ვერც ყოფითი დანიშნულები ს საგნებში უთითებს ვერცერთ დასახელებუ ლ ფიგურას
|
ამოიცნობს 1-2 ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან, ყოფითი დანიშნულების საგნებში უთითებს 1-2 დასახელებულ ფიგურას.
|
ამოიცნობს ფიგურების მოდელს შერეული გროვიდან და ყოფითი დანიშნულების საგნებში ხარვეზებით უთითებს ყველა ფიგურას.
|
უშეცდომოდ ამოიცნობს ყველა ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან ილუსტრაციებში და ყოფითი დანიშნულების საგნებში უთითებს ყველა დასახელებულ ფიგურას.
|
ბრტყელი ფიგურების გამოსახვა სიბრტყეზე
|
ვერ უთავსებს ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების მისაღებად
|
უთავსებს ერთმანეთს 1-2 ფიგურის მოდელს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების მისაღებად
|
ხარვეზებით უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების მისაღებად ხარვეზებით
|
უშეცდომოდ უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების მისაღებად
|
Комментариев нет:
Отправить комментарий