გაკვეთილის გეგმა
საგანი: ბუნებისმეტყველება/ქართული ენა
მასწავლებელი: ხათუნა ჯორბენაძე
მასწავლებლის პ/ნ
:
ჩატარების ადგილი
და თარიღი: ქ. თბილისი , ნოდარ ახალკაცის
სახელობის მე-9 საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური
/კლასი: დაწყებითი II კლასი
მოსწავლეთა პროფილი: 22, სსსმ მოსწავლე არ მყავს
წინარე ცოდნა: ზრდისთვის აუცილებელი ფაქტორები,
ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმების განსხვავება,
ჯგუფებში მუშაობა, წყვილებში
მუშაობა, როლური კითხვა, დამახასიათებელი ნიშნების შეპირისპირება
თემა: სხეულის
ნაწილები
მიზანი: მოსწავლეებმა
ისწავლონ ერთი საგნის/თემის (სხეულის ნაწილები, გრძნობის
ორგანოები –ბუნებისმეტყველება )დაკავშირება
მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან (სხეულის ნაწილების ჩხუბი–ქართული) , რაც ხელს
შეუწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და
უნარების ერთი
სფეროდან მეორეში გადატანას ანუ ცოდნის ტრანსფერს.
შედეგი ესგ-ს სტანდართან შესაბამისად:
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული
კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
· აკვირდება შესწავლის ობიექტს საკუთარი შეგრძნების ორგანოების ან მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;
· ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
· ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
ბუნ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა.
· ჩამოთვლის ცოცხალი სხეულების დამახასიათებელ ნიშნებს;
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება დასაკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
·
გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ;
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)
კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
·
ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·
სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან;
·
კითხულობს ხმამაღლა და მკაფიოდ
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
·
აფასებს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს;
·
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
შეფასების ტიპები და მეთოდები:
განმავითარებელი შეფასება აქტივობის მიმდინარეობისას და ბოლოს
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
თვითშეფასების რუბრიკა
ურთიერთშეფასება შუქნიშნის ბარათებით
№
|
აქტივობა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
1
|
გაკვეთილის მიზნებისა
და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
|
2 წთ
|
|
2
|
დაფასთან გამომყავს
ერთ-ერთი მოსწავლე,
მე მიჭირავს თოჯინა. მოსწავლეები გეზისმიმცემი
კითხვების დახმარებით ადარებენ ერთმანეთს
ცოცხალ და არაცოცხალ სხეულს(მოსწავლეს და თოჯინას)
და ჩამოაყალიბებენ
მათ განმასხვავებელ თვისებებს და საჭიროებებს. მოსწავლეთა პასუხების გამოყენებით
ვავსებთ T დიაგრამას
|
დემონსტრირება,
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
მოსწავლე,
თოჯინა,
T დიაგრამა,
ცარცი , დაფა
|
5 წთ
|
3
|
ვურიგებ ამობეჭდილ
რესურსს და ვაძლევ ინსტრუქციას დააკვირდნენ და შესაბამისად დააკავშირონ სხეულის ნაწილები
და მათი სახელები
ერთ -ერთი წყვილი
წარადგენს ნაშრომს, რის მიხედვითაც სხვები ამოწმებენ თავიან ნაშრომებს
|
დაკავშირება, შუქნიშნით
შეფასება
|
წყვილებში
|
11 ცალი ამობეჭდილი
სხეული ირგვლივ მიწერილი სხეულის ნაწილებით დასაკავშირებლად, შუქნიშნის ბარათები
|
4 წთ
|
4
|
ვაძლევ დავალებას
·
აიფარონ
თვალებზე ხელები დაასახელონ რა მიჭირავს
ხელში
·
მიიჭირონ ხელები ყურებზე და გაიგოგონ რას ვეტყვი
·
ცხვირზე
მოიჭირონ ხელი და შეიგრძნონ ჰაერის გამწმენდის სურნელი
·
სურვილის მიხედვით გამოვიყვან ორ მოსწავლეს. ერთს- შევუკრავთ ფეხებს და ვაძლევ დავალებას მივიდეს თავის
მერხთან
·
მეორეს- შევუკრავთ ხელებს და ვაძლევ დავალებას შეიკრას ღილები
თითოეული მოქმედების ბოლოს და აქტივობის დასასრულს გამოაქვთ დასკვნა
|
მოდელირება
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
ჰაერის გამწმენდი,
2 თასმა
|
5 წთ.
|
5
|
გრძნობის ორგანოები
|
ვიდეომეთოდი, დემონსტრირება
|
მთელი კლასი
|
ლეპტოპი, პროექტორი,
ვიდეოფილმი
|
2 წთ
|
6
|
ამონარიდი ფრაზები
ტექსტიდან “სხულის ნაწილების ჩხუბი“-სათითაოდ იღებენ კალათში ჩაყრილ ფრაზებს (5 მოსწავლე)
და ასახელებენ „ფრაზის ავტორ „ სხეულის ნაწილს“ . მოსწავლეები შუქნიშნის ბარათებით
ახდენენ მათი პასუხის შეფასებას
|
ამოცნობა
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
ამობეჭდილი ფრაზები,
კალათი
შუქნიშნის ბარათები
|
6 წთ
|
7
|
როლური თამაში-ტექსტი
„სხეულის ნაწილების ჩხუბი“
გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით შერჩეულ მოსწავლეებს
დავუნაწილებ როლებს , ჯერ ჩუმად წაიკითხავენ , იპოვიან თავთავიანთ სათქმელს და შემდეგ
ხმამაღლა კითხულობენ გამთლიანებულ ტექსტს
|
როლური კითხვა
გამოსაძახებელი
ჩხირების გამოყენებით
|
სახელმძღვანელო, გამოსაძახებელი ჩხირები
|
5 წთ
|
|
8
|
ვყოფ ჯგუფებად,
ვურიგებ ამობეჭდილ ტექსტს და ვაძლევ ინსტრუქციას -აღადგინონ წინადადებებში გამოტოვებული
სიტყვები. შესრულებულ ნაშრომებს
გამოვაკრავ დაფაზე და ხმამაღალი წაკითხვით შევამოწმებ სისწორეს
|
ტექსტის აღდგენა
|
ჯგუფური (5ჯგუფი)
|
ამობეჭდილი ტექსტი
5
ცალი
5 ცალი მაგნიტური
სამაგრი
|
4 წთ
|
9
|
შეჯამება
|
კითხვა-პასუხის
მეთოდით
|
საერთო საკლასო
|
4 წთ
|
|
10
|
შეფასება
|
განმავითარებელი
კომენტარი, შეფასების რუბრიკა
|
საერთო საკლასო
|
შეფასების რუბრიკა
|
2 წთ
|
11
|
საშინაო დავალება
ხუთ შეკითხვაზე დაყრდნობით ვინ?, სად?, რა?, როდის?, რატომ? გამოიგონეთ და დაწერეთ პატარა ამბავი სხულის ნაწილებზე
|
საერთო საკლასო
|
1 წთ
|
მოგვბეზრდა თქვენი ტარება, თუ კარგია , თვითონვე იარეთ!
გვეყო თქვენთვის ამდენი მუშაობა, ახლა თვითონვე იშრომეთ!
განა სულელი ვარ, მუდამ გასვათ, გაჭამოთ, აღარ მინდა
თქვენთვის საჭმლის ღეჭვა!
მოგვწყინდა ამდენი თვალთვალი, აღარ გვინდა თქვენთვის
ცქერა!
დღეიდან ჩვენ უარს ვამბობთ სმენაზე!
|
აღადგინე
წინადადებებში გამოტოვებული სიტყვები და ჩაწერე შესაბამის ადგილას
|
თვითშეფასების
რუბრიკა
სრულად
|
ნაწილობრივ
|
არასრულად
|
|
უზრუნველვყავი ყველა მოსწავლის
ჩართულობა სასწავლო პროცესში
|
|||
შერჩეული აქტივობები დამეხმარა
მიზნის მიღწევაში
|
|||
დასმული კითხვები იყო
მოსწავლეთათვის გასაგები და გეზისმიმცემი
|
|||
განსაკუთრებით მოეწონათ
|
|||
რას შევცვლიდი
|
|||
უზრუნველვყავი დროის
გადანაწილება
|
|||
შევძელი მიზანზე
გასვლა
|
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკა
ჩართულობა
|
ჩართულია ყველა საგაკვეთილო აქტივობაში
|
ერთვება 2-3 საგაკვეთილო აქტივობაში
|
სჭირდება დახმარება აქტივობაში ჩასართავად
|
ჯგუფური მუშაობა
|
აქტიური წვლილი შეაქვს ჯგუფურ მუშაობაში
, არის ჯგუფის ლიდერი
|
ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში, არის
ჯგუფის მომუშავე წევრი
|
უჭირს ჯგუფურ მუშაობაში ჩაბმა, ჯგუფის
პასიური წევრია
|
არგუმენტირებული მსჯელობა
|
მოყვანილი არგუმენტები ყოველთვის
თემატური და სწორია
|
მოყვანილი არგუმენტებიდან 1-2 არათემატური ან/და არასწორია
|
მოყვანილი არგუმენტებიდან მხოლოდ
1-2 -ია თემატური და სწორი
|
როლური კითხვა
|
უშეცდომოდ მოიძიებს რეპლიკის ავტორებს
და კითხულობს შესაბამისი ინტონაციით
|
მოიძიებს რეპლიკის ავტორებს , მაგრამ უჭირს შესაბამისი
ინტონაციით კითხვა
|
მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ მოიძიებს რეპლიკის ავტორებს და ვერ კითხულობს შესაბამისი ინტონაციით
|
ტექსტის გააზრება
|
ტექსტი სრულად აქვს გააზრებული,
მართებულად აფასებს და გამოხატავს პირად დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემულ
მოვლენაზე
|
ტექსტი გააზრებული აქვს , თუმცა
ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენის შეფასებისას უშვებს 1-2 შეცდომას
|
უჭირს დახმარების გარეშე ტექსტის გააზრება, ნაწარმოებში
გადმოცემულ მოვლენაზე უჭირს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
|
Комментариев нет:
Отправить комментарий